ნინო ხარატიშვილის რომანი დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი

ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ დუბლინის ლიტერატურული პრემიის 2021 Longlist of Library Nominations – ში შევიდა.

სიაში სხვადასხვა ქვეყნის 40-ზე მეტი ავტორის ნაწარმოებია შესული. პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურენოვანი ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოების ავტორს. პრემიის ოდენობა ასი ათასი ევროა.

პრემიის ლაურეატის ვინაობა  20 მაისს, დუბლინის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, 25 მარტს, ნომინანტების შემცირებული სია გამოქვეყნდება.

International IMPAC Dublin Literary Award — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაა, რომელიც 1966 წელს დაარსდა.

ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, რომელიც 2014 წელს გამოიცა, წლის საუკეთესო გერმანულენოვან რომანად დასახელდა. გერმანულიდან ინგლისურ ენაზე ნაწარმოები თარგმნეს რუთ მარტინმა და შარლოტა კოლინზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.