“დიასპორების ალიანსი საქართველოსათვის” ემიგრანტებისათვის ონლაინგამოფენას გამართავს 

დიასპორული ორგანიზაცია, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ინიციატივით მიმდინარე საგამოფენო-საგანმანათლებლო კვირეული 13 თებერვალს ონლაინგამოფენით დასრულდება.  

პროექტი 8-13 თებერვლის პერიოდში ხორციელდება  და დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს ეძღვნება.

მოხარულები ვართ რომ კვირეული 13 თებერვალს ონლაინგამოფენით დასრულდება, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებისთვის და პირველი საერთაშორისო ქართული დიასპორული ონლაინსკოლის „გაკვეთილები საზღვრებს გარეშეს“ მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლებისათვის მოეწყობა. 13 თებერვალს საქართველოს დროით 19:00-ზე გელოდებით ჩვეულ ადგილას, ზუმში, დიდგორის ველსა და მეფე დავითის ეპოქაში სამოგზაუროდ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.