დანიაში ვებინარი  – “ქართულ-ნორდიკული ურთიერთობები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)” გაიმართება

2021 წლის 9 თებერვალს, 16:00 სთ-ზე (კოპენჰაგენის დროით), დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ვებინარი თემაზე “ქართულ-ნორდიკული ურთიერთობები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921)”.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• ნორდიკული ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოსა და კავკასიაში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ბაქო);

• საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები ნორდიკულქვეყნებში (კოპენჰაგენი, სტოკჰოლმი, ჰელსინკი);

• პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები ქართულ-ნორდიკულ ურთიერთობებში;

• საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ნორდიკულ ქვეყნებში და სხვა.

ვებინარს მოდერაციას გაუწევს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე. მომხსენებლები: დანიელი მეცნიერ-მკვლევარი ტომ ტრიერი და ქართველი ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები