17 წელი ემიგრაციაში და ახდენილი ოცნებები – ეკა ლემონჯავას ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები ,,ემიგრანტულ ამბებში“

17 წელია იტალიაში, რომში ცხოვრობს. ეკა ლემონჯავა პროფესიით ინჟინერია, თუმცა დიდი ხანია დიასახლისია და დრო საყვარელი საქმისთვისაც რჩება. სამკაულების შექმნა წლების წინ დაიწყო, ჰობი ნელ-ნელა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ახლა მისი კოლექცია უამრავ ნამუშევარს ითვლის.

ეკა ლემონჯავას კულინარიაც იტაცებს და სპეციალური კურსებიც გავლილი აქვს. მისი კიდევ ერთი ჰობი ყვავილებია.

ეკას მეუღლე იტალიელი ჰყავს, წლებია ეს ქვეყანა მის მეორე სამშობლოდ იქცა, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. გაიცანით კიდევ ერთი ქართველი რომიდან ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.