ნეაპოლში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საკონსულო მომსახურება ადგილზე გაეწიათ 

მიმდინარე წლის 30-31 იანვარს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის წარმომადგენლებმა, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ნეაპოლში გასვლითი საკონსულო მომსახურება გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებს გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე, საკონსულომ ჩაიბარა მოქალაქეთა განცხადებები სხვადასხვა საკონსულო მომსახურებაზე.

ვიზიტის ფარგლებში კონსული, ნეაპოლის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებსაც შეხვდა. შეხვედრისას საკონსულოს წარმომადგენლებმა პატიმრებს შესაბამისი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები