გერმანული საერთაშორისო სკოლა ფართოვდება
საქართველოში გერმანიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენლებმა ტანია ჰუტმა და ბარბარა დე ჩაშელმა თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მოინახულეს და სკოლის დირექტორ ქალბატონ დროლთან და არქიტექტორ ბატონ ნიკიშთან ერთად დაათვალიერეს სკოლის დამატებითი შენობის სამშენებლო სამუშაოები.
„მოხარულები ვართ, რომ სამუშაოები მალე დასრულდება და იმედი გვაქვს, რომ მოსწავლეები უახლოეს მომავალში დაიწყებენ ამ შენობაში სწავლას.“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.