საქართველო არის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული ადამიანებისთვის საზღვარზე შეზღუდვები სრულად მოხსნა

ბრიტანული გამოცემა „Independent“-მა გამოქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პირველი თებერვლიდან საქართველოში მოგზაურობა შეუძლიათ მათ, ვისაც ვაქცინის სრული კურსი აქვთ გავლილი  და დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ.

„საქართველო არის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული ადამიანებისთვის საზღვარზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ, საქართველოში მოსახვედრად თქვენ აღარ დაგჭირდებათ წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება და არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“, – წერს გამოცემა „Independent“ – ი.

საქართველოსთან ერთად სიაში სეიშელის კუნძულები, ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.