თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის წესი მარტივდება

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და ვალდებულია,  საქართველოში ყოფნის მესამე დღეს ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები