იტალიიდან გამგზავრების მსურველებს საზღვარზე ავტოდეკლარაციის წარდგენა მოუწევთ 

იტალიის სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა, რომლებიც ტოვებენ იტალიის ტერიტორიას, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დატოვებისას, უნდა წარმოადგინონ ავტოდეკლარაცია. ავტოდეკლარაციები (იტალიურ და ინგლისურ ენებზე) შეგიძლიათ იხილოთ დანართში.

სასურველია, მგზავრებმა აღნიშნული მოდულები წინასწარ შეავსონ, აეროპორტებში დამატებითი დროის ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

თუ წინასწარ ვერ მოახერხებთ აღნიშნული მოდულების ამობეჭდვას და შევსებას, ისინი გამგზავრების წინ, შესავსებად გადმოგეცემათ შესაბამისი ავიაკომპანიების სარეგისტრაციო მაგიდებთან.

 

მოდული იტალიურ ენაზე

მოდული ინგლისურ ენაზე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.