“დასაწყისი” ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია 

ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი ‘’დასაწყისი’’ ერთსულოვნად აღიარა საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად. ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი იტალიაში 1989 წლიდან იმართება და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალად ითვლება.

“დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

“დასაწყისი” საქართველოს ოსკარზეც წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.