აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

თბილისში არსებული „ახალი სკოლა“, ევროკავშირისა (EU) და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) მხარდაჭერით, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში“ ევროპათმცოდნეობის პროგრამაზე (საშუალი განათლება) სასწავლებლად 2021/2022 აკადემიური წლისთვის. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-17 წლის მოსწავლეებს (რომლებსაც 2021 წლის 1 სექტემბრისთვის შეუსრულდათ 16-17 წელი) „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

განაცხადის წარდგენის საბოლოო თარიღია 2021 წლის 26 თებერვალი, თბილისის დროით 12:00 სთ. (შუადღე).

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 40 მოსწავლე ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, რომლებიც მიიღებენ სრულ სტიპენდიას „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში“ სასწავლებლად ორწლიან პროგრამაზე ევროპათმცოდნეობის მიმართულებით. აღნიშნული სწავლების მიხედვით, ესეებისა და საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეები გაივლიან ევროპათმცოდნეობაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მულტიკულტურული და მრავალენოვანი ევროპული ღირებულებების განმტკიცებას. სწავლის პარალელურად, ევროპის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, დაესწრონ კონფერენციებს/სემინარებს/ღონისძიებებს ევროკავშირის ოფიციალური პირების მონაწილეობით და ასევე, მიიღონ მონაწილეობა სასწავლო ვიზიტებში, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის სტრუქტურებში.

სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მოიცავს ორწლიან ციკლს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით. სტიპენდია მიენიჭება მოსწავლეებს პირველ აკადემიურ წელს და ავტომატურად გაგრძელდება მეორე აკადემიურ წელს, მოსწავლეთა წარმატებული მოსწრების საფუძველზე პირველი წლის დასრულების შემდეგ. სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს:

სწავლების ხარჯებს 2021/2022 აკადემიური წლისთვის „ახალ სკოლაში“ სასწავლებლად თბილისში;

განთავსებისა და კვების ხარჯებს თბილისში, საქართველოში. მოსწავლეები განთავსდებიან საერთო საცხოვრებელში „ახალი სკოლის“ ტერიტორიაზე, სადაც მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები უკვე მოქმედებს;

სამგზავრო ხარჯებს ორივე მიმართულებით თბილისსა და საცხოვრებელ ადგილს შორის, სასკოლო არდადეგების დროს;

მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობას;

საჭირო სასწავლო მასალას და რესურსებს (წიგნები, ლეპტოპები, კალკულატორები და სმარტფონები სწავლების დროს);

მონაწილეობას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სემინარებში, კონფერენციებში, სასწავლო ტურებში და სხვა ღონისძიებებში;

სამედიცინო დაზღვევას, სტომატოლოგიური მომსახურების ჩათვლით.

სასტიპენდიო პროგრამისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების თაობაზე სრული ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ საინფორმაციო ბროშურა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ახალ სკოლას“:

ელ-ფოსტა: euscholarship@eapeuropeanschool.eu  / ტელ.: +995 32 2 25 70 06 (ოფისი) / +995 599 25 17 17 (მობილური) / ვებ-გვერდი: http://www.eapeuropeanschool.eu/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.