ჰინდი ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნი“ სამ კატეგორიაში გამოიცა
2020 წლის ოქტომბერში, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, ინდოეთის ცნობილი გამომცემლობა „Yatra Books”-ის მიერ, ინდოეთში პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნი“
პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს დოქტ. ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს (Dr. Bhupender Aziz Parihar), ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა, ბნ – მა ონკარ ფონდეკარმა (Mr. Onkar Fondekar).
წიგნი გამოიცა სამ კატეგორიაში: მაგარი ყდით (Hardcover), რბილი ყდით და ფერადი ილუსტრაციებით (Paperback with Сolor Illustrations) და რბილი ყდით და შავ-თეთრი ილუსტრაციებით (Paperback with Black & White Illustrations). ამ ეტაპზე გაყიდვაშია სქელყდიანი კატეგორიის წიგნი და მისი შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად, www.amazon.in – ზე.