ავსტრიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, ემიგრანტებისათვის ონლაინსემინარი ჩატარდა
ავსტრიის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, 25 იანვარს ჩატარდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ონლაინსემინარი – ¨წიგნიერება¨.
სემინარის მომხსენებელი გახლდათ გიორგი კეკელიძე – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
სემინარზე უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისათვის განხილული იქნა წიგნისა და წიგნიერების მნიშვნელობა. სემინარის ფარგლებში უჩვენეს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც