,,ერთი სული მაქვს დავბრუნდე და ჩავეხუტო მონატრებულ შვილიშვილებს, ისინი მხოლოდ ინტერნეტით მცნობენ…“

ხათუნა ტრამაკიძე 7 წელია იტალიაში, ქალაქ ნაპოლში ცხოვრობს და იტალიურ ოჯახში მუშაობს. ემიგრაციამდე თიანეთის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგი იყო. წლების მანძილზე, ხაზვასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა. გატაცებად კი, პატარაობიდან ხელსაქმე იქცა. ემიგრაციაში საყვარელი საქმე გაიხსენა და თავისუფალ დროს ქსოვს. ასე მის კოლექციაში უამრავი ორიგინალური ჩანთა, სამკაული და სხვა ნაქსოვი ნივთები დაგროვდა.

,,ემიგრაციაში წასვლას არ ვნანობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ოჯახი გაიაზარდა, მეტი მოთხოვნები და ვალდებულებები გაჩნდა… დღეს იტალიიდან რამდენიმე ოჯახს ვეხმარები. ემიგრანტობის პირველი პერიოდი რთული იყო, უცხო გარემოსთან შეგუება რომ არ გამჭირვებოდა, გადავწყვიტე საყვარელი საქმე არ დამევიწყებინა. ნოსტალგიასთან საბრძოლველად მომეხმარა. ერთი სული მაქვს როდის დავბრუდები სამშობლოში, ჩავეხუტები ჩემს ოჯახს, ახლობლებს, მონატრებულ შვილიშვილებს, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტით მცნობენ…“- გვიყვება ხათუნა ტრამაკიძე ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.