FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეისებს 31 იანვრიდან განაახლებს

„AviaNews“- ის ინფორმაციით, კიევი – თბლისი – კიევის საჰაერო ხაზზე FlyUIA კვირაში ორი სიხშირით იფრენს – კიევი – თბილისის მიმართულებით ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი – კიევის მიმართულებით ყოველ შაბათს და ორშაბათს.

უფრო კონკრეტულად:

რეისი PS 517 კიევი (KBP) 20:30 საათი – თბილისი (TBS) 01:15 საათი.

რეისი PS518 თბილისი (TBS) 07:00 საათი – კიევი (KBP) 08:05 საათი.

„რეისებიისეა დაგეგმილი, რომ თბილისიდან წასულმა მგზავრმა მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროს კიევის გავლით პარიზის, ამსტერდამის, მილანის, მიუნხენის, ლონდონის, თელ ავივის, პრაღას, დუბაის, სტამბოლის და ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID- 19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

უკრაინა ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს როგორც მის მოქალაქეებს ასევე უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

  • უცხოელებს თან უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღევა, რომელიც მოიცავს მკურნალობას, მათ შორის COVID-19 – ზე.
  • ვინც უკრაინაში მწვანე ზონის ქვეყნებიდან ჩადის, არ სჭირდება კარანტინის გავლა. თუ ადამიანი წითელ ზონაში მყოფი ქვეყნიდან ჩადის, მან უნდა გაიაროს 14-დღიანი თვითიზოლაცია.
  • თვითიზოლაციის თავის არიდების მიზნით, მგზავრს შეუძლია გაიკეთოს PCR ტესტი კორონავირუსზე უკრაინაში, ან წარადგინოს ასეთი ტესტის შედეგი, რომელსაც გაიკეთებს უკრაინაში შესვლამდე 48 საათით ადრე.
  • იმისათვის რომ მგზავრი არ გადავიდეს კარანტინში ან თვითიზოლაციაში მას უნდა ჰქონდეს უარყოფითი ტესტის პასუხი.
  • საკარანტინე წესების ყველა ვიზიტორისთვის იგივეა და დამოკიდებულია იმ ზონაზე. საიდანაც შემოვიდა მგზავრი.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც შედიან უკრაინაში, უნდა ჰქონდეთ მოქმედი სადაზღვევო პოლისი (სერტიფიკატი), რომელიც ფარავს COVID-19-ის მკურნალობას, სადაზღვევო პოლისი უნდა მოიცავდეს უკრაინაში ყოფნის მთელ ხანგრძლივობას და გაცემული უნდა იყოს სადაზრვევო კომპანიის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია უკრაინაში, ან უცხოური სადაზღვევო კომპანია, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასთან – პარტნიორი უკრაინაში.

სადაზღვევო პოლისი შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ FlyUIA -ს ვებ გვერდზე ბმულით Оформить страховой полис – официальный сайт МАУ (Грузия) (flyuia.com)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.