ეროვნული კინოცენტრის “თეთრი ქარავანი” აღდგენილ ვერსიას წარმოგიდგენთ

შაბათს, 30 იანვარს, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმის “თეთრი ქარავანი” აღდგენილ ვერსიას.

ეროვნული კინოცენტრი „თეთრი ქარავანის” აღდგენილი ვერსიის ჩვენებას ფილმის ავტორის – ლეგენდარული რეჟისორის, ელდარ შენგელაიას 88 წლის იუბილეს უძღვნის

1964 წელს “თეთრი ქარავანი” პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში “კანის კლასიკა”.

„სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. 30 იანვარს ეროვნული კინოკლუბი მაყურებელს აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს.“ ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

“თეთრ ქარავანს” სამი წლის მანძილზე იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შაბათს, 30 იანვარს, 22:00 საათზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები