აღმოაჩინეთ ადამიანები თქვენი წარსულიდან
ეროვნული ბიბლიოთეკის უმნიშვნელოვანესი პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“ გრძელდება, ამჯერად – თელავის მუზეუმში, თხელი მინის ათასობით ნეგატივის გამჟღავნებისას უამრავი ადამიანი აღმოაჩინეს.
„თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული ნეგატივების სკანირების პროცესში გამოვლინდა ათასობით პიროვნების ფოტოპორტრეტი, რომელიც საჭიროებს იდენტიფიკაციას.
გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ ადამიანების ვინაობის დადგენაში.
ამ ალბომში წარმოდგენილი პორტრეტები შესრულებულია თელაველი ფოტოგრაფის ტორის მიერ, ძირითადად 1950-60იან წლებში.
კარგად დაუკვირდით სახეებს და თუ ამოიცნობთ რომელიმე მათგანს მიუთითეთ სახელი, გვარი და მცირე ცნობები პიროვნების შესახებ, რაც შემდგომ კვლევას დაეხმარება.“ – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.
ფოტოები განთავსებულია გვერდზე „ციფრული ფოტომატიანე“