მარიამ წიკლაურის ,,უჩვეულო კვირადღე” გერმანულ ენაზე გამოიცა 

მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა “POP-Verlag Ludwigsburg”-ის მიერ გამოიცა მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნი ,,უჩვეულო კვირადღე”.
წიგნი გერმანულად ირმა შიოლაშვილმა თარგმნა. 

მარიამ წიკლაური ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალია, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემია ALMA 2020-ის ნომინანტი. მისი ნაწარმოებები სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი, ბევრი ლექსი კი საბავშვო სიმღერებად და მიუზიკლად იქცა.

„უჩვეულო კვირადღე“ ორენოვანი წიგნია, რომელსაც თან ახლავს ქართულ-ინგლისური ლექსიკონი და სავარჯიშოები. მოთხრობა ბავშვებისა და ცხოველების მეგობრობაზეა. ამბავი იმის შესახებ, რა გადახდა თავს ელენესა და სანდროს მეგობარ ციყვებს, ბობოსა და ბუბას, რომლებიც დიდ ქალაქში დაიკარგნენ…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები