ინფორმაცია აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის განცხადებით, 25 იანვრიდან  შტატის მასშტაბით დაწესებული  ‘’სახლში დარჩენის” ბრძანება უქმდება. ამ ეტაპისთვის, კალიფორნიის შტატის ზოგიერთ ოლქში კვლავ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

სან ფრანცისკოს მერის ლონდონ ბრიდის განკარგულებით, რომელიც ძალაში 28 იანვრიდან შედის, გაიხსნება შემდეგი ობიექტები:

  • სილამაზის სალონები, მასაჟის კაბინეტები და ა.შ, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც გარე. ისე დახურულ სივრცეში მომსახურების მიღება. სავალდებულო იქნება პირბადის ტარება;

რესტორნები და კაფე-ბარები გარე სივრცეში შეძლებენ მომხმარებლის მომსახურეობას; დასაშვები იქნება არაუმეტეს 6 ადამიანის შეკრება ერთ მაგიდაზე, არა უმეტეს ორი ოჯახიდან;

  • მუზეუმები და ზოოპარკები შეძლებენ გარე სივრცეში ფუნქციონირებას, სადაც სტუმრები დაიშვებიან სივრცის არაუმეტეს 50 %-ისა;
  • საოჯახო, გასართობი ცენტრები (საციგურაო/სასრიალო მოედნები, მინი გოლფ-კლუბები, კარტინგის ადგილები, პეინტბოლის მოედნები) შეძლებენ გარე სივრცეში ფუნქციონირებას; საციგურაო/სასრიალო მოედნებზე მსურველები დაიშვებიან სივრცის არაუმეტეს 25 %-ისა;
  • ღია ავტობუსებსა და ნავებში დასაშვები იქნება არა უმეტეს 12 მგზავრის შეკრება;
  • დასაშვები იქნება ადამიანთა შეკრება გარე სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვით, არაუმეტეს 12 ადამიანისა სამი სხვადასხვა ოჯახიდან. აკრძალულია ასეთ თავშეყრის დროს საკვების და სასმელის მიღება;
  • დაშვებულია ინდივიდუალური ვარჯიში დახურულ სივრცეში არა უმეტეს 3 ადამიანისა;
  • დაშვებულია დამკრძალავი/სარიტუალო მომსახურეობა დახურულ სივრცეში, სადაც შესაძლებელია არაუმეტეს 12 ადამიანის თავშეყრა.

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადის ტარების და ხელების სადეზინფექციო ხსნარით სისტემატიურად დამუშავების მოთხოვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები