“სულიკოს” ნამდვილი პროტოტიპი და სიყვარულის ტრაგიკული ისტორია 

ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ აკაკი წერეთლის ლეგენდარული ლექსის, “სულიკოს”, პროტოტიპი, არა რომელიმე ქალი, არამედ აკაკის მეგობრის, ზალიკო სამადალაშვილის, უმცროსი ძმა, სულიკო სამადალაშვილია.

ახალგაზრდა სულიკოს შეუყვარდა მისსავე სოფლელი გოგო. გვიანი შემოდგომა იყო და ქორწილისთვის ემზადებოდნენ, როდესაც სულიკო ქალაქისკენ წავიდა, საქორწილო სამოსის საყიდლად.

გავიდა 2 დღე, თუმცა სოფლად დაბრუნებული სულიკო არავის უნახავს. ატყდა განგაში, მოიკითხეს ქალაქში და მიმდებარე სოფლებშიც, მაგრამ გზა-კვალი არსად ჩანდა.

რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ანგლისის ტყეში იპოვეს ძვლები, ქამარ-ხანჯალი და სამოსის ნაფლეთები, რომლითაც ამოიცნეს ახალგაზრდა სულიკოს ნეშტი.

დასაფლავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აკაკი მის საფლავზე ასულა, როდესაც იქვე ახალგაზრდა ქალი დახვედრია, სულიკოს საცოლე, გულამოსკვნით მომტირალი.

ამ გაუბედურებული გოგოს შემხედვარეს, აკაკიმ იქვე წარმოთქვა შემდეგი ფრაზები:

“საყვარლის საფლავს ეძებდი, ვერ ნახე დაკარგულიყო,

გულამოსკვნილი ტიროდი, სადა ხარ ჩემო სულიკო”

თუმცა საბოლოოდ კორექტირებული ლექსი “სულიკო” პირველად 1895 წლის 9 ივლისს დაიბეჭდა, ჟურნალ “კვალში”

წყარო: მატიანე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები