საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის უკვდავსაყოფად ვარჯიში “ანწუხელიძე” შეიქმნა

საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელის უკვდავსაყოფად, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს, ხანგრძლივი მუშაობის და გიორგის ოჯახის წევრებთან კონსულტაციების შედეგად, შეიქმნა ვარჯიში „ანწუხელიძე“. აღნიშნულში უდიდესი წვლილი მიუძღვის ფიზიკური მომზადების და კროსფიტის მწვრთნელს და ივიკო ერგემლიძეს. 

ვარჯიში შედგება რამდენიმე აქტივობისგან და მისი რაოდენობები და წონები სიმბოლურად დაკავშირებულია გიორგი ანწუხელიძის დაბადების და გარდაცვალების წლოვანების რიცხვებთან.

მსგავსი პრეცედენტი აშშ-ში მოხდა, როდესაც ვარჯიში მიეძღვნა ავღანეთში გმირულად დაღუპულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურე Michael Murphy-ს. დღეს ვარჯიში „Murph“ მთელს მსოფლიოშია პოპულარული და სამხედროები, პოლიცილები, მეხანძრეები, სხვა ძალოვანი სტრუქტურები თუ სპორტსმენები ამაყად ასრულებენ მას.

ვარჯიში „ანწუხელიძე“ დღეს პირველად სატესტო რეჟიმში უკვე ჩატარდა. „ანწუხელიძე“ გათვლილი იყო 1 საათზე, მაგრამ მონაწილეების უმეტესობამ 55 წუთის ვადაში დაასრულა.

ვარჯიშის შემქმნელების თქმით,მათი მიზანია ვარჯიში „ანწუხელიძე“ გასცდეს ქეიჯის ფარგლებს და მასში ნებისმიერ მსურველი ჩაერთოს, ამიტომ  სამომავლოდ დაიგეგმება და ერთ-ერთ სიმბოლურ თარიღში ეს ვარჯიში ფართომასშტაბიანი ღონისძიების სახით ჩატარდება.

ვარჯიში „ანწუხელიძე“ შემდეგი აქტივობებისგან შედგება:

1.სირბილი(run)- 1984 მეტრი

2.აზიდვა (pull ups) – 20

3.ბარფი მუხლების აკვრით (burpees with tuck jumps) – 20

4.ბუქნი ახტომით (squat jumps) – 20

5.ბუქნი 23 კგ წონის აწევით (thrusters with 23 kg) – 18

6.მუცლის პრესი (sit ups) – 20

7.სირბილი (run)- 1984 მეტრი

ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები, სირბილის გარდა, მეორდება 5 რაუნდად. ამ ვარჯიშის ჰაშთაგია #ვარჯიშიანწუხელიძე

შეგახსენებთ, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

გიორგი ანწუხელიძეს  2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

https://www.facebook.com/tornike.tvaradze.1/videos/2220310841433247

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.