დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისს” როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ

ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს. “დასაწყისის” ჩვენება შედგება 4 თებერვალს და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე.

“დასაწყისი” დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო  სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა “დასაწყისი” მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტივალის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.