სტილი, ფერები და დეტალები – როგორი იქნება მოდური ინტერიერი 2021 წელს ?

2021 წელს ინტერიერის დიზაინში, ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში, მთავარ ტენდენციად კვლავ ბუნებაზე ზრუნვა და ეკოლოგიური მასალების გამოყენება რჩება. თუმცა, ეს ტენდენცია, ამავდროულად, დიდი გამოწვევაა დიზიანერებისათვის –  ერთ სივრცეში გააერთიანო ბუნება, ჰარმონია, კომფორტი და ტექნოლოგიები, დამეთანხმებით, არც ისე მარტივი ამოცანაა. 

Trendbook-  გამოცემა, რომელიც მუდამ მოდის ეპიცენტრშია, ინტერიერის დიზაინის 10 მთავარ ტრენდს გვიზიარებს. 

სინამდვილეში, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მხოლოდ განსხვავებული რაკურსით დანახული და იმ ჭეშმარიტებას, რომ მოდა ბრუნავს, ინტერიერის დიზაინი გვერდს ვერ წელს უვლის. 

1. პირველი და ყველაზე აქტუალური ტენდენცია ამ წელს ზღვისფერი იქნება, ნებისმიერი ვარიაციით, კედლებსა თუ ავეჯზე.

2. როგორც ყოველთვის, ხე კვლავ მოდის ეპიცენტრშია, თუმცა, ამჯერად უპირატესობა ღია ფერის ხეს ენიჭება, რომელსაც შეუძლია, შექმნას მყუდრო და ინტიმური გარემო და ამავდროულად, იყოს დახვეწილი და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა

3. ძველი ნივთების მეორე სიცოცხლე – ასე შეიძლება დაერქვას მესამე ტრენდს, რომელიც უკვე გამოყენებული პროდუქტის, მათ შორის, პლასტმასის, გადამუშავებასა და ხელახლა გამოყენებას გულისხმობს. როგორც უკვე ვთქვით, ეკოლოგიაზე ზრუნვა კვლავ “მოდაშია”

4. თამამი განაცხადები – გამოყოფილი სივრცეები, პატარა, თუმცა განსაკუთრებული დეტალებით, რომელიც საერთო სივრცისგან გაქცევისა და ინტიმური გარემოს შექმნის საშუალებას მოგცემთ, ისე, რომ ამისათვის კედლები და შირმები არ დაგჭირდებათ, ხარის წელიწადშიც აქტუალური იქნება

5. ბუნებრივი ელემენტები – ტრენდი, რომელიც სახლში ბუნების შემოტანას ემსახურება ანუ თუ თქვენ ვერ მიდიხართ ბუნებაში, ბუნება თავად გესტუმრებათ სახლში და დამღლელი, სტრესული დღეების შემდეგ ჰარმონიასაც მოგიტანთ. გარდა ამისა, თქვენი ინტერიერი ისეთი მოდური იქნება, გამოცდილ დიზაინერებსაც რომ აღაფრთოვანებს. მთავარია, ყველაფერი სწორად შეახამოთ.

6. ნაცრისფერი – წლის ფერი. რატომღაც ნაცრისფერი მოსაწყენი ცხოვრების სიმბოლოდ მიიჩნევა და ხშირად ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებსაც ნაცრისფერი უყვართ, დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები. სინამდვილეში კი, 2021 წლის მთავარი ფერი ამ სტერეოტიპს თავდაყირა აყენებს და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება, ნაცრისფერი თბილი, მყუდრო და არამოსაწყენი იყოს

7. ძალიან მყიფეა საზღვარი ძველსა და ახალს შორის, მით უფრო, თუ ეს ყველაფერი ინტერიერს ეხება. 2021 წელს თქვენ თამამად შეგიძლიათ, ამ ვიწრო ხაზზე გაიაროთ და ძველისა და ახლის შერწყმის თქვენებური ვარიაციებით მოიწონოთ თავი

8. სახე გრაფიკაში ამ წლის დეკორის მთავარი ტრენდია და თუ სილამაზე დეტალებშია, 2021 წელს ამ სილამაზეს ადამიანის სახის აბსტრაქტული გამოსახულება შექმნის

9. ინდუსტრიული სტილი სახეს იცვლის და კვლავ ბრუნდება.

10. როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, ნეიტრალური ფერები და სქემები მყუდრო და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნაში დაგვეხმარება და რაც მთავარია, სისადავე მოდიდან არასდროს გადადის

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.