რა არის თქვენში ქართული? – შეკითხვა ჯორჯ ბალანჩინს

წარმოშობით ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი  ჯორჯ ბალანჩინი, მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.

“ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ? რა არის თქვენში ქართული?“ – ჰკითხეს ერთხელ ქორეოგრაფიის ლეგენდას.  ჯორჯ ბალანჩინი წამოდგა, ჩაფიქრდა და დინჯად უპასუხა:

– ,,დიახ, ბატონო, ქართველი გახლავართ, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა პირველად ვარ. დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში, საიდანაც წავედი უცხოეთში და გავხდი ამერიკის მოქალაქე. რა არის ჩემში ქართული? ხომ გაეცანით ჩემს ხელოვნებას, ხომ ნახეთ ჩემი ბალეტი? თუ მასში არის ტემპერამენტი, სიცოცხლე, ხალისი, ენერგია, ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები