შალვა დადიანის დადგმული საკუთარი გარდაცვალების სცენა და მევალისთვის გაგზავნილი ფოტო

ეს ადამიანი ცნობილი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, შალვა დადიანია, რომელმაც, თურმე, ქუთაისის თეატრისთვის ფული ისესხა, თუმცა ვალის დათქმულ დროში გადახდა ვერ შეძლო.

იუმორით ცნობილ დადიანს საკუთარი გარდაცვალების სცენა დაუდგამს მიხაილოვ – საღარაძის ფოტოატელიეში და ფოტო მევალისთვის გაუგზავნია. ოხუნჯობას შედეგიც მოჰყვა: თეატრს ვალი აპატიეს.

შალვა დადიანი, ქართველი მწერალი, დრამატურგი, ზესტაფონში დაიბადა. სწავლა – განათლება შინ მიიღო. 1893 წლიდან მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი – მესხიშვილის ერთ – ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.