31 იანვარს საქართველოს საკონსულო ნეაპოლში მყოფ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურებას გაუწევს 

იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩასვლას, ხშირად უწევს ორგანიზებას გასვლით საკონსულო მომსახურებას.

2021 წლის 31 იანვარს საკონსულო გეგმავს ეწვიოს ქალაქ ნაპოლს, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები, ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის და/ან საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებას, ასევე მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა საკონსულო და სამართლებრივ საკითხზე.

მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს:

კვირას 31 იანვარს, 10:00-16:00

მისამართი: Corso Meridionale, 14 – 80143 Napoli. ( GRAND HOTEL EUROPA)

ტელეფონი: +39 3501483114

ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge

წლის განმავლობაში საკონსულო იტალიის სხვა ქალაქებსაც ესტუმრება და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ადგილზე გაუწევს საკონსულო მომსახურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები