ბარსელონაში მაროკოელმა გამვლელის გაძარცვა მოინდომა და ქართველი შერჩა ხელში, რომელმაც მძარცველი დაჭრა

ბარსელონაში მცხოვრები ქართველები სოციალურ ქსელში წერენ იმ ამბის შესახებ, რომელიც გასულ შაბათს მოხდა – თუ როგორ დაიცვა მაროკოელი მძარცველისაგან თავი მოქალქემ, რომელიც ქართველი აღმოჩნდა და როგორ შერჩა თავმდამსხმელს, საფულის ნაცვლად, დასერილი სახე.

ამბავს ესპანური ინტერნეტგაზეთი “მეტროპოლიც” გადმოსცემს.  “არშემდგარმა ქურდმა მძიმე ჭრილობები მიიღო, ძარცვის მცდელობისას, სანტა კოლომას ერთ უბანში. მაროკოელი წარმომავლობის პირმა გამვლელის გაძარცვა სცადა. დაზარალებულმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა, მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია და დანით სახეში რამდენჯერმე დაჭრა. გამვლელებმა ძლივს გამოგლიჯეს ქურდი ხელიდან დაზარალებულს “- წერს გამოცემა.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.