Air Arabia ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება
კომპანია GASA-ს ინფორმაციით, Air Arabia ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება. არაბული ავიაკომპანია იანვრიდან პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა მიმართულებაზე.
„სიხარულით გაცნობებთ ეარ არაბიას რეისების აღდგენის შესახებ!
იანვარსა და თებერვალში, პირდაპირი რეისი შარჯა-თბილისი-შარჯა, შესრულდება ყოველ შაბათს!
პირველი რეისი დადასტურებულია 30 იანვარს. ბილეთების ღირებულება – მხოლოდ 237 დოლარიდან
30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება – 89 დოლარი.
ახალი კოვიდ რეგულაციით, სავალდებულოა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომლის ღირებულებაა – 29 დოლარი.
აღნიშნული რეისით ასევე შეგიძლიათ იფრინოთ ჩენაის, მუმბაის, ჯაიპურის, დელის, ტრივანდუმის, რიადის, კაიროს, ბეირუთის, კოჩის, დაკას, ჰეიდარაბადის, ნაირობის და სხვა მიმართულებებით.
ტრანზიტული მიმართულებების ფასი – 327 დოლარიდან.
ფასები ცვალებადია და განისაზღვრება ავიაკომპანიის მიერ, რეისის დატვირთულობის შესაბამისად“- ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია მგზავრებს კოვიდ დაზღვევასაც სთავაზობს.
„წარმოგიდგენთ უფასო კოვიდ დაზღვევას ყველა მგზავრისთვის, რომელიც ეარ არაბიას ბილეთით იფრენს შარჯას, აბუ დაბის და რას ელ ხაიმას მიმართულებებზე.
თუ მოგზაურობის პერიოდში კოვიდ 19 დაგიდასტურდათ, თქვენი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, ეარ არაბია აანაზღაურებს“- წერია განცხადებაში.