ფრანგული გამოცემა ქართული ღვინის შესახებ წერს
ფრანგულმა გამოცემა ELLE à table-მ ქართულ ღვინოსა და 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას სტატია მიუძღვნა. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის ქვევრში დაყენების კულტურას. გამოცემა ფრანგ მკითხველს წარმატებულ ქართველ მეღვინე ქალებს აცნობს.
ELLE à table ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული გამოცემაა, რომელიც გასტრონომიული კულტურისა და ღვინის შესახებ წერს და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ასი ათასობით მიმდევარი ჰყავს.