ავსტრიაში მკაცრი “ლოქდაუნი” გახანგრძლივდა
ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. “მკაცრი ლოქდაუნი” 8 თებერვლამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, 8 თებერვლამდე კვლავ დახურული რჩება:
გასტრონომიისა და სტუმართმოყვარეობის სფეროები
ყველა სახის კულტურული და სპორტული დაწესებულება
აგრეთვე, სკოლები, დისტანციური სწავლების მეთოდის შენარჩუნებით.
დამატებით, 25 იანვრიდან, სავალდებულო ხდება ადამიანებს შორის 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვა, ასევე, ე.წ. FFP2-პირბადის ტარება სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ამასთან, ძალაში რჩება ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით აქამდე არსებული რეგულაციები.