ვარლამ ლიპარტელიანი IJF-ის ლიდერი გახდა

დოჰაში მასტერსის ტურნირის დასრულების შემდეგ IJF-მა გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი, სადაც ვარლამ ლიპარტელიანი 1800 სარეიტინგო ქულით 100კგ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა.

IJF-ს რეიტინგის მეორე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), რომელმაც დოჰაში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ტატო გრიგალაშვილმა 81კგ წონით კატეგორიაში მესამე პოზიცია დაიკავა, ხოლო -90კგ-ში ბექა ღვინიაშვილი მეხუთეზეა, ლაშა ბექაური მერვეზე. +100კგ-ში მესამე ადგილზეა გურამ თუშიშვილი.

ქართველმა ძიუდოისტებმა დოჰაში გამართულ „მასტერსზე“ სულ ხუთი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.