პანდემიის ეფექტი და ერთფეროვანი დღეების გასახალისებლად მოგონილი ,,ჩხირკედელაობა“

ხათუნა ალფაიძე 13 წელია ემიგრაციაშია. ამჟამად იტალიის სამხრეთით, ქალაქ მოდენაში ცხოვრობს. სხვა ემიგრანტი ქალბატონების მსგავსად, ისიც ოჯახში მომვლელად მუშაობს. ხათუნას ყოველთვის ეხერხებოდა ქსოვა, ქარგვა და სხვა ხელსაქმე… პანდემიის დაწყებითანავე საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და მას შემდეგ, თავისუფალ დროს როგორც თვითონ უწოდებს ,,ჩხირკედელაობას“ უთმობს.

კანფეტები, სიდი დისკები, რიყის ქვები, ფერადი ქაღალდები და სხვა უამრავი ერთი შეხედვით ,,უმნიშვნელო“ მასალა, მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა და მათგან სიამოვნებით ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. ხათუნა ერთფეროვან დღეებს ხანდაზმულ ბებოსაც უხალისებს და მასთან ერთად აკეთებს ახალ-ახალ ნამუშევრებს.

,,ემიგრანტების ნოსტალგია მხოლოდ მაშინ ინკურნება, როცა ჩავდივართ და ვეხუტებით ჩვენს ოჯახებსა და ახლობლებს, როცა ვუყურებთ მათ ბედნიერსა და გალაღებულებს. მხოლოდ ეს შველის ჩვენს დარდს…“- ნახეთ ხათუნა ალფაიძის ისტორია ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.