ახალი ამბები დიასპორები

“ბავშვი ემიგრანტი” – ქართველი ემიგრანტის ფილმს ავსტრიაში უჩვენებენ 

შაბათს, 16 იანვარს, ავსტრიაში ქართული ცენტრის ფეისბუქგვერდზე გაიმართება დავით ჭელიძის ფილმის – „ბავშვი ემიგრანტის”  ონლაინჩვენება.  დავით ჭელიძე ოჯახთან ერთად 4 წელი ცხოვრობდა ავსტრიაში და ფილმიც ავსტრიაშია გადაღებული. “ბავშვი ემიგრანტის” მთავარი თემა არის მიგრაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, ავტორებთან ერთად, გაიმართება განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატით. ონლაინჩვენება გაიმართება ავსტრიის დროით 18 საათზე.

“გელოდებით ყველას და განსაკუთრებით ემიგრანტ ბავშვებსა და მოზარდებს. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათი აზრი და მათი თვალით დანახული ცხოვრება ემიგრაციაში” – ამბობენ კინოჩვენების ორგანიზატორები

სხვა სიახლეები

შოტლანდიაში, ქართული ცენტრი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

Editor

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს აღნიშნავს

Editor

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ონლაინკონცერტს გამართავს

Editor

“დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს”- ხათუნა თოთლაძე

Editor

საფრანგეთში ვადაგასულ ვიზებს ვადა ავტომატურად, 3 თვით უხანგრძლივდებათ 

Editor

თათია ახალაია GIVENCHY- ს ვიდეოში

Editor