ახალი ამბები სლაიდერი

ლიეტუვა ოფიციალურ დოკუმენტებში ჩვენს ქვეყანას, როგორც „საქართველოს“ მოიხსენიებს

ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ სახელწოდებას „საქართველო“ გამოიყენებს და ოფიციალურ დოკუმენტებში ჩვენს ქვეყანას, როგორც „საქართველოს“ მოიხსენიებს – ამის შესახებ ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისმა სააგენტო BNS-ს განუცხადა.

„ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს“ ითვალისწინებდა, როგორც ქვეყნის მეორე არაოფიციალურ სახელწოდებას. საჭირო იყო გარდამავალი პერიოდი იმისათვის, რომ დაგვენახა საზოგადოების მზადყოფნა, მიეღო ეს სახელწოდება. ნათელია, რომ ის უჩვეულოდ სწრაფად დამკვიდრდა საზოგადოებაში. მე ვვარაუდობდი 20 წელიწადს, ის კი ორ წელიწადში დამკვიდრდა. ეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო“, – განუცხადა ანტანაიტისმა BNS-ს.

2018 წლის მაისში ლიეტუვამ „საქართველო“ აღიარა მეორე არაოფიციალურ სახელწოდებად „გრუზიას“ პარალელურად. ასე აღნიშნეს ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი.

სხვა სიახლეები

ციურიხში ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო 

Editor

 „ჩერქეზული კულტურის ცენტრში“ ”ჩერქეზული სასწაულის” პრეზენტაცია გაიმართა

Editor

საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები წამყვანი ამერიკული ტელევიზიების ეთერით გადაიცემოდა

Editor

„ჩვენებურების კავკასია” ნიურნბერგში

Editor

დანიაში სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი გაიმართება

Editor

ქართული დიასპორული ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართება

Editor