მკვლელობა ჰიჩკოკისეული სცენარით 10-იანი წლების თბილისში 

მეოცე საუკუნის ათიანი წლების თბილისში ასეთი ამბებიც ხდებოდა, ცნობილი ექიმის მკვლელობა, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაშინდელ პრესაში, ჰიჩკოკის ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ: 

“ცოლ-ქმარი არშაკა  სარქისას ძე მარტირუზიანცი, 19 წლისა, თბილისელი დურგლის შვილია, ფერშლად ნამყოფი. მისი ცოლი თამარა გალუსტას ასული 17 წლისა, თბილისელი ბაყლის ქალია. 

მკვლელობა მოხდა რომანიულ ნიადაგზე, შურისძიების განზრახვით. როგორც გამოძიებიდან სჩანს. 13 წლის თამარასთვის ექიმს აღამალოვს ნამუსი აუხდია. არკადი მარტირუზოვნა ამ ერთი წლის წინად შეირთო თამარა.  და რაკი გაიგო ქალის გამაუპატიურებელი კაცს სახელი, ცოლიც დაითანხმა მის მოსაკლავად. 

14 ივლისს შუადღისას ექ. აღამალოვი მიიწვია მარტირუზოვმა, ვითომ და ავადმყოფ ცოლის სანახავად, აჩვენა კიდეც ცრუ-ავადმყოფი ცოლი და როცა ექიმი რეცეპტს სწერდა, მარტირუზოვმა რევოლვერი დაახალა. უსულოთ დაცემულ ექიმის გვამს თავი მოსჭრა და ასო-ასოდ უპირებდა აკუწვას, მაგრამ ვეღარ შესძლო ხელის გაჭრის გამო. 

შემდეგ ცოლ-ქმართ კარი მიკეტეს და  ფაიტონით თელეტისკენ გავიდნენ. პოლიციამ მალე მიაგნო კვალს და ორივე შეიპყრო. ბრალდებულნი  დატუსაღებულნი არიან”

 

ფოტო:  ნოდარ ჩხაიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები