ახალი ამბები სლაიდერი ტურიზმი ყველა სიახლე

დისტანციური მუშაობისთვის 50 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვებ-გვერდზე bigseventravel.com  გამოქვეყნდა სტატია სათაურით „2021 წლის 50 საუკეთესო ადგილი დისტანციური მუშაობისთვის“, სადაც 50 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველომ დისტანციური წესით მომუშავე პირებისთვის ციფრული რეზიდენტურის ვიზა დააწესა, რომელიც პანდემიის პერიოდში გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

სტატიაში ნათქვამია, რომ „დისტანციურად საქართველოდან“ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში დარჩნენ 180 დღიდან ერთ წლამდე ვადით და თავიანთი სამუშაო აწარმოონ დისტანციურად.

ასევე bigseventravel.com  მკითხველებს უხსნის, რომ საქართველოში ცხოვრება ხელმისაწვდომია და მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არცთუ ისე დიდი დედაქალაქია, აქ მაინც შეიძლება იპოვონ ადგილები, სადაც მყუდროდ მოთავსდებიან და იმუშავებენ.

სხვა სიახლეები

“ხერხი სჯობია ღონესა…” -მოუხელთებელი სერგო ზაქარიაძისა და რუსი ჟურნალისტის ისტორია 

Editor

აკა მორჩილაძე – ბრიტანული ამბები

Editor

“ყველაზე დიდი მადლი უანგარო სიკეთეა…”

Editor

საგრანტო პროგრამა: ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა”

Editor

ბავშვთა პირველი საერთაშორისო ფესტივალი მხატვრულ ტანვარჯიშში

Editor

გიორგი ანწუხელიძის შვილებს ,,გურული დღიურების ფონდის” სტიპენდია დაენიშნებათ

Editor