ახალი ამბები ჩემი უფლებები

კვიპროსის რესპუბლიკაში საკარანტინე შეზღუდვები მკაცრდება 

2021 წლის 8 იანვარს კვიპროსის მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტა გაამკაცროს კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვები, კერძოდ:

1) ძალაში რჩება კომენდატის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე.

2) გარეთ გასვლა ნებადართული იქნება მხოლოდ 8998 ტელეფონის ნომერზე SMS-ის გაგზავნით და შესაბამისი ნებართვის მიღებით დღეში მხოლოდ 2 ჯერ.

65 წელს გადაცილებული პირებისთვის საჭირო იქნება სპეციალური დოკუმენტი/ნებართვა. SMS ნებართვა არ იქნება საჭირო ძაღლის მეპატრონეებისთვის საცხოვრებელი სახლიდან 500 მეტრის რადიუსზე, ასევე შშმპ პირებისთვის, აუტიზიმის სინდრომის მქონე პირებისთვის და მათი მომვლელებისთვის, მშობლებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის ბაღში წაყვანა-წამოყვანას, მომვლელებისთვის და სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის.

3) ძალაში რჩება სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების შეჩერება.

4) სამშენებლო ბიზნესი, საკვებ/სასურსათო მაღაზიები, საცალო ვაჭრობის მაღაზიები აგრძელებენ მუშაობას.

5) აკრძალულია კერძო და საჯარო სივრცეში შეკრებები. შესაძლებელია ვარჯიში პარკებში, სანაპიროებზე, მაგრამ ორ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

6) სახელმწიფო კერძო სექტორს მოუწოდებს განაგრძონ დისტანციური მომსახურება, ხოლო სამუშაო ადგილზე შეიძლება წარმოდგენილი იყოს თანამშრომლების მხოლოდ 15%.

7) საბავშვო ბაღები რჩება ღია, ხოლო სკოლები კვლავ გადადიან დისტანციურ სწავლებაზე.

8 ) კვლავ იკრძალება ყველა სახის კვების ობიექტის ფუნქციონირება (რესტორნები, კაფეები, ბარები და /აგრეთვე ყველა კვების ობიექტი სპორტულ კლუბებში, კულტურულ კლუბებში და ა.შ.) დასაშვებია გატანის სერვისი.

9) ეკლესიებსა და სხვა კონფესიის რელიგიურ დაწესებულებეში ღვთის მსახურება წარიმართება მრევლის გარეშე; ნებადართულია რელიგიური ცერემონიალები (ქორწილები, ნათლობები, დაკრძალვები), სადაც დაიშვება მაქსიმუმ 10 ადამიანი.

აღნიშნული შეზღუდვები ძალაშია 10 იანვრიდან – 31 იანვრის ჩათვლით.

სხვა სიახლეები

კომაროვის სკოლის 16 კურსდამთავრებული სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით აგრძელებს

Editor

17 ქართული ფილმი საქართველოს უბრუნდება

Editor

დავით მაღრაძე „ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა

Editor

დანიაში საქართველოსა და სომხეთის შესახებ სამოგზაურო წიგნი გამოიცა

Editor

სალომე ფაჟავას კიდევ ერთი გამარჯვება

Editor

“დაივიწყეთ ალპები – საქართველო მოთხილამურეების სამოთხე ხდება”

Editor