ახალი ამბები დიასპორები

ინფორმაცია ქ. ბრისბენში მცხოვრებ თანამემამულეთა საყურადღებოდ

ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქუინსლენდის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ქ. ბრისბენი 3 დღიან ე.წ. lockdown-ზე გადადის.

დღეს, 8 იანვრის 18:00 საათიდან – 11 იანვრის 18:00 საათამდე, ქ. ბრისბენის რეზიდენტებს მოეთხოვებათ სახლში დარჩენა.

ქ. ბრისბენის 3 დღიანი ე.წ. lockdown- ს გულისხმობს:

  • იზღუდება სახლიდან გასვლა (სახლის დატოვება შესაძლებელია გადაუდებელი საჭიროების მიზნებისთვის);
  • სავალდებულო ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება;
  • იზღუდება ქორწილებსა და დაკრძალვებზე დამსწრე პირთა რაოდენობა;
  • წყდება ნებისმიერ სპორტული, თუ კულტურული ღონისძიება.

ქ. ბრისბენში რადიკალური შემზღუდავი ზომების დაწესება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ადგილზე, დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამი იქნა აღმოჩენილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული https://www.covid19.qld.gov.au/

საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს თვალყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს.

☎ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219

სხვა სიახლეები

გააცანით თქვენი მუსიკა ბრიტანული მუსიკალური შოუს მსმენელებს

Editor

„რად გიღირთ ასეთი შემოსავალი, რომელიც მშობლებს ჯანმრთელობას ართმევს?“ – მამა იოანეს მიმართვა ემიგრანტების ოჯახებს

Editor

თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე რამდენიმე ათეული პირველკურსელია

Editor

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი IWAS-მა მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დაასახელა

Editor

მარიამ ღვინიაშვილი, ჯუზეპე პიზანო და მაიკ მაკკორმიკი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვევიან

Editor

უსინათლო ბავშვებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცათ 

Editor