ემიგრანტობაში ნაპოვნი საყვარელი საქმე და ორიგინალური დეკორაციებითა და ნივთებით შექმნილი ჯადოსნური ახალი წელი

ელზა მჭედლიშვილი 2 წელია იტალიის ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობს. 48 წლისაა, პროფესიით ინჟინერი, ამჟამად კი ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში ხანდაზმულ ადამიანთან მუშაობს. თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს უთმობს და სხვადასხვა ნივთებისგან ხელნაკეთ დეკორაციებს ქმნის. მათ შორის საახალწლო ნაძვისხეებსა და ატრიბუტიკას.

ელზა დეკორაციების შესაქმნელად ქაღალდებს, გირჩებს, ლენტებს, საღებავებს და სამშენებლო მასალებსაც კი იყენებს. ის კულინარიულ შედევრებსაც სიამოვნებით ქმნის.

ახალი წლის პერიოდი გამორჩეულია, განსაკუთრებით ემზადება დღესასწაულისთვის. სამზადისს მთელი თვით ადრე იწყებს. მისთვის ერთი სიამოვნებაა მეგობრებისთვის შექმნილი ნივთების საჩუქრებად დარიგება და ახალი წლის გალამაზება.

ელზა მჭედლიშვილის ისტორია ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.