2020 წლის მეფე – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გასული, 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველ ცენტრს უდიდესი აღიარება ხვდა წილად – 2020 წლის მეფე – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.

“გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში”. – ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია.

მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.