„მსხლების მინდორი“ The Calvert Journal- მა 10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა

ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ The Calvert Journal- მა აღმოსავლეთ ევროპაში გამოცემულ 10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.

Calvert Journal – ონლაინ-ჟურნალია, რომელიც  ახალი აღმოსავლეთის თანამედროვე კულტურასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ქართველი ავტორის ნამუშევარი ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთის მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

„ეს არის მოთხრობა არამარტო გაზრდის, არამედ გადარჩენის შესახებ“, – წერს The Calvert Journal- ი.

ნანა ექვთიმიშვილი – ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორია. ნანას მოთხრობები პირველად თბილისურ ლიტერატურულ ალმანახში „არილი“ 1999 წელს გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები