ახალი ამბები ჩემი უფლებები

ისრაელში საკარანტინე შეზღუდვები მკაცრდება – საქართველოს საელჩო 

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც საელჩოში განმარტავენ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს დამტკიცებული საკარანტინო შეზღუდვები 8 იანვრიდან გამკაცრდება, ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. რეგულაციები ორი კვირის მანძილზე იმოქმედებს.

იკრძალება:

  • საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ, ხოლო ღია სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება.

ფუნქციონირებას შეწყვეტენ:

  • სკოლები და საბავშვო ბაღები.

შეიზღუდება:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამტკიცებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შობის ღამეს ქ. ბეთლემში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა. შეზღუდვები, ასევე, შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობას: ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი).

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის და მუტირებული ვირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონაში განთავსდებიან, რომლის დატოვება, მხოლოდ კოვიდტესტზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია  საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

Editor

გორელი ძაღლი ბენზინგასამართი სადგურიდან პირდაპირ ჰოლივუდში 

Editor

დავაპუროთ უსახლკარო ცხოველები

Editor

იტალიაში შესვლის მსურველთათვის საელჩო დამტებით განმარტებებს აკეთებს 

Editor

დღეიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებისათვის იხსნება 

Editor

ჟურნალი “Atlas”-ი – “ქართული ცეკვა: უშიშარი ნაბიჯები” და “ომში ცეკვით მიმავალნი”

Editor