“დაივიწყეთ ალპები – საქართველო მოთხილამურეების სამოთხე ხდება”
ჩეხურ ვებ-გვერდზე cestolino.cz გამოქვეყნდა სტატია საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ: “დაივიწყეთ ალპები. საქართველო მოთხილამურეების სამოთხე ხდება.”
„საქართველო იმ ტურისტებისთვისაა პოპულარული, რომელთაც უყვართ ბუნებრივი გარემო, ხელუხლებელი ბუნება და გამორჩეული კულინარია.
საქართველო ნელ – ნელა იმკვიდრებს ადგილს სამთო – სათხილამურო მსოფლიო კურორტების გვერდით და თუ თქვენ ყოველთვის ალპებში დადიხართ და გსურთ გარემოს შეცვლა, მაშინ თოვლიან კავკასიას უნდა ესტუმროთ, კერძოდ კი გუდაურს, რომელიც კავკასიონის მწვერვალთან მდებარეობს და იქ შეგიძლიათ დაეშვათ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარე ტრასაზე და ისიამოვნოთ. კავკასიის ფერდობები სამოთხეა სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის…“ – ნათქვამია სტატიაში.