საქართველო ბელგრადის “საერთაშორისო ეთნოლოგიურ ფესტივალზე” საპატიო სტუმარი იქნება

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისსა და ბელგრადის “საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალის” ორგანიზატორებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად 2021 წელს საქართველო ფესტივალზე საპატიო სტუმრად წარსდგება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ თამარა ვუჩიჩმა გააკეთა, რომლის საპატიო პატრონაჟით ფესტივალი სერბეთის დედაქალაქში 2017 წლიდან ტარდება.

„სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი.

ფესტივალი მიზნად ისახავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ეთნო – ხელოვნების გზით ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას.“ –  ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.