“მიუხედავად იმოდენა ხნის უსიხარულო ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმილისა, შემიძლია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ეს ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე”

“ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან… ამ საქმეს ვემსახურებოდი თითქმის სრული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და, მიუხედავად მრავალგვარი გასაჭირისა და იმოდენა ხნის უსიხარულო ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმილისა, შემიძლია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ეს ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე.”

აქტიური მეცნიერული, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისთვის მასალების შეკრების, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ ხელისუფლებასთან მუშაობის საქმეში, შეუფასებელია მისი სამაგალითო თავგანწირვა, რომლის ფასადაც ჩვენმა სამშობლომ ისტორიული საგანძური შეინარჩუნა და დაიბრუნა. ამასთან ერთად კი, უმნიშვნელოვანესია მისი ღვაწლი კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

5 იანვარი ღვთისკაცის, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.