ახალი ამბები დიასპორები

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს  ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ განგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რაც მოიცავს შემდეგს:

➡ ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით;

➡ სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;

➡ სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

➡ ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია;

➡ საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ სწავლების რეჟიმზე თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით, სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.

„ქვეყანაში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ბრიტანეთში დამტკიცებული 2 ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით. წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სხვა სიახლეები

საზაფხულო არდადეგებზე ჰამბურგში, ბერლინსა და ლიუბეკში 50- მდე სტუდენტი გაემგზავრება

Editor

იოსებ ნანობაშვილი თესალონიკში ქართულ დიასპორას შეხვდა

Editor

25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა

Editor

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

Editor

პარიზის ქართული ასოციაცია ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზი“ მომღერალთა ჯგუფ ,,the Cork Georgian Ensemble“-ს უმასპინძლებს

Editor

„X-Factor“-ის გამარჯვებული ავთო აბესლამიძე „საფრანგეთის ხმაში“ გამარჯვებისთვის ემზადება

Editor