ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

„AviaNews” – ის ინორმაციით, რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის ფრენების განრიგიდან ირკვევა ერევანი – თბილისი – ერავანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia ფრენებს 5-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს.

გამორიცხული არ არის ავიაკომპანიამ რეისები 15 იანვრის შემდეგაც განახორციელოს.

5-8-10-13-15 იანვარს, ერევანი-თბილისი-ერევანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia ფრენებს 10 სიხშირით შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ  Aircompany Armenia მგზავრებს როგორც ერევანი-თბილისის, ასევე თბილისი ერავანის მიმართულებაზეც მოემსახურება.

ერევნის და სხვადასხვა ტრანიზტულ მიმართულებებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან.

სომხური ავიაკომპანია Aircompany Armenia -ს ერთ – ერთი დამფუძნებელი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways- ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.