რას გვთავაზობს „მეტი დეველოპმენტი“ თავის საშობაო აქციაში

საშობაო და საახალწლო აქციებს ადამიანები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან – წინასწარ ემზადებიან ამ პერიოდისთვის და ეძებენ კომპანიებს, რომლებიც მათ საუკეთესო პირობებს შესთავაზებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ბინას ეხება. ეს პროცესი თავად კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია და ისინიც საგანგებოდ არჩევენ პირობებს, რათა მომხმარებლებს, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმი შესთავაზონ. სამშენებლო ბიზნესის ქართულ ბაზარზე საუკეთესო შეთავაზებებით კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ გამოირჩევა, რომელიც მომხმარებლებს ინოვაციური და მიზნობრივი აქციებით ხშირად ანებივრებს. გამონაკლისი არც საშობაო პერიოდი აღმოჩნდა და კომპანიამ გადაწყვიტა, პოტენციურ მობინადრეებს საკმაოდ „მსუყე“ პირობები შესთავაზოს.

აქციის ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც ეკოსითი კრწანისში ბინას 15%-იანი წინასწარი შენატანით შეიძენს, საჩუქრად მიიღებს ბინის სრულ დიზაინს, რომელზეც, მისი ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, „მეტი დეველოპმენტის“ არქიტექტურული სტუდიის მაღალკვალიფიციური დიზაინერები იმუშავებენ. მნიშვნელოვანია, რომ 15%-იანი წინასწარი შენატანი ის თანხაა, რომელსაც, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როგორც წესი, მობინადრეები ეკოსითი კრწანისში ბინის შეძენისას იხდიან. ასე რომ, ამ შეთავაზების წყალობით, დამატებითი თანხების მობილიზებაც კი არ გახდება საჭირო.

თუკი თქვენ ბინის შეძენა 30%-იანი წინასწარი შენატანით გსურთ, მაშინ კომპანია გათბობის სისტემას: ქვაბსა და რადიატორებს საჩუქრად გადმოგცემთ. ცხადია, ამაში მათი დამონტაჟებაც იგულისხმება.

50%-იანი შენატანისას მობინადრე საჩუქრად მიიღებს ჩაშენებულ სამზარეულოს – გარნიტურით, ავეჯით, გაზქურითა და გამწოვით. ამ შემთხვევაშიც, თქვენი სამზარეულოს უმაღლესი ხარისხის მასალით მოსაწყობად, „მეტი დეველოპმენტის“ გუნდი იზრუნებს.

რაც შეეხება 100%-იან შენატანს, ამ შემთხვევაში, აქცია სველი წერტილის სრულ რემონტს გულისხმობს: კაფელ-მეტლახით მოპირკეთებას, ნიჟარასა და უნიტაზს. ვისაც მშენებლობასთან და რემონტთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, ალბათ, მიხვდება, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საჩუქარია.

გარდა ამისა, საშობაო აქცია ვრცელდება დუპლექსის ტიპის პენტჰაუსებზეც, რომელთაც ეკოსითი კრწანისის ბოლო 4 სართული უკავიათ. იმის მიხედვით, თუ რომელ სართულზე შეიძენთ პენტჰაუსს და რამდენი იქნება მისი ფართი, 80 ათას ლარამდე ფასდაკლებას მიიღებთ. პენტჰაუსის მფლობელს ტერასის შეძენაც შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეს ბოლო სართულზე საკუთარი გამწვანებული ეზო ექნება. აღსანიშნავია, რომ პენტჰაუსები სრული რემონტის მდგომარეობაში ბარდება. ცხადია, რემონტის დეტალურ შერჩევაში, კომპანიის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ერთად, მობინადრეებიც მონაწილეობენ.

„მეტი დეველოპმენტი“ რეგულარულად იკვლევს ბაზარს და საკუთარ მომხმარებლებს, ამიტომ ახერხებს, თითოეულ მათგანს მათზე მორგებული პირობები შესთავაზოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები