“სამყარო ხელისგულზე”- როგორ შექმნა ქართველმა მხატვარმა რეკორდულ დროში 600 ნახატი

დღევანდელი ვლოგის სტუმარი ქართველი ხელოვანი დავით მურაჩაშვილია, რომელიც ნამუშევრებს რეკორდულ დროში ქმნის. მან წელიწადსა და 9 თვეში,  600 ნახატი დახატა. მისი ნამუშევრები მუსიკის გარეშე არ იქმნება – ხატავს მხოლოდ მელოდიის თანხლებით.  ამავე დროს, მომღერალიცაა და მისი შესრულებული ხალხური სიმღერა მე-20 საუკუნის ოქროს ფონდშია შესული.

მისი ნახატები საზღვარგარეთ კერძო კოლექციებში ინახება. სექტემბერში დაგეგმილი ჰქონდა გამოფენა  სახელწოდებით “სამყარო ხელისგულზე”, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. ასევე ქმნის საოცარ მინანქრის სამკაულებსაც. არის პროფესიონალი მოცურავე და მოკრივე. პანდემიამდე იტალიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ახლა დროებით სამშობლოშია.

დავით მურაჩაშვილი თავის მრავალმხრივ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს ვიდეობლოგში ,,მედიატორი”.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.