თვისტომის სამედიცინო ჯგუფი – სკრინინგი ემიგრანტებისთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს

აშშ–ში ქართული სათვისტომო ორგანიზაციის ინფორმაციით, თვისტომის სამედიცინო ჯგუფი, შაბათს, 9 იანვარს, ფილადელფიის წმ. გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში სამედიცინო გამოკლვლევებს  ჩაატარებს – სკრინინგს მათთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს.

„„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებური ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას.

ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.

გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით სურვილისამებრ  ჩაგიტარდებათ  კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ   ქართველ თერაპევტთან და  დაგენიშნებათ მკურნალობა. კონსულტაცია ჩაგიტარდებათ სახლიდან გაუსვლელად ტელემედიცინით.

დაგვიკავშირდით ტელეფონზე 888 232 8855,“ – ნათქვამია  ქართული სათვისტომო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.